By A Web Design

სადამრიგებლო პროგრამა

სკოლაში თითოეულ კლასს ენიშნება თავისი დამრიგებელი. მათი დამტკიცება ხდება დირექტორის მიერ.

სკოლაში დაწესებულია „დამრიგებლის საათი“, როცა დამრიგებელი ხვდება სადმრიგებლოს მოსწავლეებს. ასევე დამრიგებელი რეგულარულად ხვდება მშობლებს იმისათვის, რომ ესაუბროს მათ მოსწავლეების მიღწევებსა და პრობლემებზე, გააცნოს საგნის მასწავლებლებისაგან შეგროვილი ინფორმაცია მათი შვილების ქცევასა და მოსწრების შესახებ. (სატელეფონო ჩართვის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ჟურნალის საშუალებით). დამრიგებელი მშობელს შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.

სკოლაში სადამრიგებლო პროგრამაში „ზოგადი განათლების ეროვნუილი მიზნები“-ს დოკუმენტიდან და „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ გამომდინარე გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

· მოსწავლეებისათვის სათანადო განათლების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა;

· მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;

· მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;

· მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანებაზე კონტროლის გაწევა, მიზეზების დადგენა;

· მოსწავლეებთან თანამშრომლობა, მეგობრული ურთიერთობის დამყარება ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მეშვეობით, რჩევისა და დარიგების საშუალებით. შესაძლო კონფლიქტების, პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებაში დახმარების გაწევა;

· მოსწავლეთა დისციპლინური კომიტეტის შექმნა;

· მოსწავლეთა თვითმმართველობაში, დებატკლუბებსა და სხვადასხვა წრეებში აქტიური ჩართვა;

· მოსწავლეებისათვის საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრება, გაცნობა და სხვათა უფლებამოვალეობებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებაში საჭირო დახმარების გაწევა;

· დისკუსიები მოსავლეთა ქცევის წესების ეთიკური ნორმების დაცვაზე.

· სასკოლო სპორტულ, მასობრივ თუ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სასწავლო ექსკურსიების მოწყობა;

· სასწვლო ოთახის მოწყობა-მოწესრიგებაზე ზრუნვა.

ყველა კლასის დამრიგებელს შედგენილი ექნება დამრიგებლის სამუშაო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია დასახული ამოცანების განსახორციელებელი ქმედებები, დამრიგებლის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.